უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივნისი, 2018 14:15
font-size

როგორც მითხრეს, ცხვირსა და შუბლზე არსებული დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს - არჩილ ტატუნაშვილის მამა

არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა თავისი შვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ობიექტურობაში დარწმუნებულია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ტატუნაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის ცხვირსა და შუბლზე მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელი არ აღმოჩნდა.

„მაინტერესებდა ცხვირსა და შუბლზე რა დაზიანებებიც იყო, ის რატომ არ იყო ჩაწერილი დასკვნაში. როგორც მითხრეს, ეს დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს. როგორც მითხრეს გადაკვალიფიცირდა საქმე წამების მუხლით. შსს თავიდან როგორც დამპირდა, რომ გვერდში დამიდგებოდა, ყველანაირად მიდგას გვერდში. გამოძიების ობიექტურობაში, რაც მთავარია, ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

გიორგი ტატუნაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრას შსს-ის გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილიც ესწრებოდა.

გიორგი ტატუნაშვილს კითხვები ჰქონდა დასკვნასთან დაკავშირებით, კერძოდ, რატომ არ იყო საუბარი შუბლზე არსებულ ნაჭდევზე, ან რატომ არ იყო მითითებული დაღუპვის მიზეზი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნიდან, რომელიც ოჯახს 4 დღის წინ გადაეცა, არ დგინდება არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზი. ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა განაცხადა, რომ დასკვნის თანახმად, ტატუნაშვილს 100-მდე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

არჩილ ტატუნაშვილი კიდევ 2 საქართველოს მოქალაქესთან ერთად საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს გაიტაცეს. მომდევნო დღეს გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. თბილისის მოთხოვნის მიუხედავად, სეპარატისტებმა ტატუნაშვილის ცხედარი თითქმის ერტი თვის შემდეგ, 20 მარტს გადასცეს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი