პოლიტიკა
როგორც წესი, პოლიტიკიდან არავინ არ მიდის სრულად - ნოდარ ჯავახიშვილი
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, პოლიტიკიდან სრულად არავინ მიდის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გადგა. ამის შესახებ ჯავახიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება, თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.
,,სამწუხაროდ, არის ერთი უბედურება, ღმერთმა დაიფაროს ბიძინა ივანიშვილი და თითოეული ჩვენთაგანიც - რომ წახვალ და მერე ვეღარ მოხვალ. როგორც წესი, პოლიტიკიდან არავინ არასოდეს არ მიდის სრულად. ის, რომ გადგა პოლიტიკიდან რეალობაა, მიუხედავად იმისა, რომ ინსინუაციები ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო და ისევ რჩება, მართლა გადგა. მე მივესალმები თუ დაბრუნდება, თუმცა, როცა საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის როგორ ჯობია, ბატონმა ბიძინამ მოგვცა მაგალითი, როგორ შეიძლება დაამარცხო ქვეყნისთვის და ერისთვის მიუღებელი ძალა და მერე მოგვცა შესაძლებლობა მიგვეხედა ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მარი ნამგალაძე