პოლიტიკა
რომ ჰკითხო, დასავლური სტანდარტის პარტიაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლშევიკები არიან - დავით ჭიჭინაძე
პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ ყველა იმ პირს, ვინც მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, ბოლშევიკები და კომკავშირლები უწოდა.
„ის, რომ თურმე პარტიული დისციპლინა არსებობდა დღეს და ზოგადად განცხადებების გაკეთება, ამას კრძალავდნენ ბოლშევიკები. სულითა და გულით ბოლშევიკები, პატარა კომკავშირლები არიან. რომ ჰკითხო, დასავლური სტანდარტის პარტიაა და დასავლურად უყურებენ და დასავლური ღირებულებების მატარებლები არიან. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლშევიკები არიან. ტრამპის, მაკკეინისა და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას შეხედავ, ხო, ახლა რა ქნას ტრამპმა, ვინც ცუდი რამე თქვა, ყველა გააგდოს? თუ ამომრჩეველი გამრიცხავს, ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არა უშავს,"-განაცხადა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძემ ისევ გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. დეპუტატმა კობახიძის მიერ გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკას შრომის უსაფრთხოების საკითხზე „შეუარაცხმყოფელი“ უწოდა და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ანგარიშსწორებად შეაფასა.
ჭიჭინაძის განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ ე.წ. გარიყული წევრების რიგებში რჩება.
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
20 ნოემბერი, 2025 , 13:06
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22

