უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მარტი, 2022 13:57
font-size

როსტომ ჩხეიძე: `მშვიდობა ნიღაბია. ეს განზრახული ტრაგედია კი – იმპერიული გეგმა`

ამ ბოლო ხანს ძალიან გახშირდებოდა „ქართული ოცნების“ წევრთა თუ მიმდევართა მხრიდან ოპოზიციის მიმართ „ომის პარტიის“ ძახილი. რადიკალური ოპოზიციის იარლიყს „ომის პარტია“ ჩაენაცვლებოდა. თუმც საამისოდ არავითარი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ დეპუტატმა, როსტომ ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ძალდაუტანებლად გაგვახსენდება, "მგზავრის წერილებში" მთხრობელისა და ლელთ ღუნიას კამათისას ილია ჭავჭავაძე ორ მსოფლხედვას რომ შეაპირისპირებდა ერთმანეთს.

ქედმოხრა ძალადობის წინაშე და შეგუება არსებულ რეალობასთან თუ მიზანმიმართული ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, რაოდენ სახიფათოც და დრამატულიც უნდა იყოს ეს სწრაფვა?

– ერობა სადა არნ? რუსობაჩი ვართ. აწინა ყველაი გაცუდდის, – მწარე სატკივარს ამოთქვამდა მოხევე, და მთხრობელის შეკითხვის პასუხად:

უწინდელი დაწყობა და დრო უკეთესი იყო თუ ამჟამინდელიო?

ლელთ ღუნიას იდეალი ქართველობის საერთო სულისკვეთებას გამოხატავდა:

ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკეთედო.

და მთხრობელი თითქოსდა სიტყვას რომ მოუჭრიდა:

ახლა რომ მშვიდობიანობა არისო?

არ დაუთმობდა მოხევე:

– რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა! უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემოძრომი გამრავლდის... რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიელ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის.

დემაგოგთათვის "მგზავრის წერილების" ეს პასაჟიც – საერთოდაც ლელთ ღუნიას პოლიტიკური შეხედულებანი – ნოყიერი საზრდოა მტკიცებისათვის, თითქოსდა ილია ჭავჭავაძე ომის მოსურნე ყოფილიყოს და არა მშვიდობისა, აგერ ასე მკვეთრად, ასე პირდაპირ და დაურიდებლად რომ განაცხადებდა:

რას ვაქნევ ცარიელ მშვიდობას ცარიელი სტომაქით და ცარიელი მშვიდობა მიწაშიც გვეყოფაო.

და რაღა გასაკვირი იქნება, თუკი "ქართული ოცნება" და მისი მიმდევარნი ილიას მრწამსს ომის პარტიის იდეოლოგიად შერაცხავენ, მის საფუძვლად და შთამაგონებლად.

ქრესტომათიულია ეს სიტყვები, თუმც ისე გამოდის, ქრესტომათიულობა მისი გულგარეთა შეფასებაა და ყველა არა ცდილობს ამ მოთხრობის დედააზრის ჩაწვდომასა და გასიგრძეგანებას.

ილია წინააღმდეგია და შეურიგებელი წინააღმდეგიც მოჩვენებითი მშვიდობისა, რაც სინამდვილეში გულისხმობს არა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების მდინარების მოწესრიგებასა და ბუნებრიობას, არამედ გუბერნიებად გადაქცეულ ქვეყანაში რუსიფიკატორული პოლიტიკის რაც შეიძლება დროულად აღსრულებას და ყოველგვარი ეროვნული ნიშან-წყალის წაშლას.

მშვიდობა ნიღაბია.

ეს განზრახული ტრაგედია კი – იმპერიული გეგმა.

და მაინც ილია სულაც არ მოუწოდებდა თვისტომთ იმწამიერი, სახელდახელო ამბოხებისაკენ, მოუმზადებელი ამოფრქვევისაკენ სახალხო პროტესტისა.

ის კი არა, მას სულაც გადამეტებულ სიფრთხილესაც სწამებდნენ თანამედროვენი.

ამიტომაც ლელთ ღუნიას სიტყვები გულისხმობს:

ჰეროიკული სულის შენარჩუნებას, სიმხნევის მოკრებას, შინაგან სამზადისს მოსალოდნელი ტრაგედიისაგან თავდასაღწევად, სულიერების განმტკიცებასა და იმედოვნების სულ უფროდაუფრო გაღვივებას, რომ გარეგნული სიმცირე სულაც არ ნიშნავს უილაჯობასა და გადაშენებასთან შეგუების აუცილებლობას, თავის წახრასა და ნაცრის დაყრას და მოძალადის სურვილთა შესრულებას.

დავით წინასწარმეტყველი შურდულის ამარა უნდა შებმოდა ფილისტიმელ გოლიათს და კიდეც დაემარცხებინა და დაქცეული რეალობა სახელმწიფოდ გარდაესახა.

რომ არა დიდი სულიერება და რწმენა, რომ არა სიმხნევე და ბრძოლის ჟინი, გარდუვალი მარცხი მოელოდა გოლიათთან ჭიდილისას.

ცხადია თავისი დროც იცოდა, შესაფერისი ჟამი, როდესაც ხელი უნდა გამოეღო.

ამას შეგვაგონებს ძველი აღთქმა და ამასვე შეგვაგონებს "მგზავრის წერილები", რომელიც ბიბლიური თხრობისაგან არც გამოგვერჩევა და მის კვალზე დგომა გვმართებს ყველას, რომელნიც გულით ვართ მორწმუნენი და არა ფარისევლურად, ქედმოხრას კეთილგონიერებად ვინც ასაღებს და სავსებით კმარობს საქართველოს გარეგნულ დამოუკიდებლობას და ვერც წარმოუდგენია ჩვენი არსებობის ის უკეთესი პერსპექტივა, რაც ნიშნავს:

ძლიერი საქართველოს სახელმწიფოს არსებობას ძლიერი კავკასიის პირობებში.

ფარისევლური მორალით ომის პარტიის იდეოლოგადვე შეირაცხება გალაკტიონ ტაბიძეც, რომლის სტრიქონებიც – სწორად წაკითხვა-გააზრებისას – მხოლოდდამხოლოდ "მგზავრის წერილების" იმ პასაჟის თავისებურ პოეტურ შეჯამებად წარმოგვიდგება:

ყველა ქართველში ომის ტრფობა ძველისძველია,

მეც ასეთი ვარ და ვერვისთვის გამიმხელია!.. - განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა