უკან
მსოფლიო
18 სექტემბერი, 2017 10:55
რუმინეთსი ქარიშხალის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავებულია
რუმინეთში, ქარიშხალის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 70 საავადმყოფოებშია მოთავსებული.
დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა ქალაქ ტიმიშოარის მაცხოვრებელია.
ქარის სიჩქარე 100 კმ/ს აღწევდა.
ძლიერი ქარის შედეგად ხეებია წაქცეული, სახლებს კი სახურავები ახდილი, დაზიანებულია ასევე ელექტროგადამცემი ხაზები და წყლის მიწოდების მილები.
"არავინ გაგვაფრთხილა, რომ ასეთი რამე გველოდა. ამინდის პროგნოზით მხოლოდ ძლიერი წვიმა იყო მოსალოდნელი“,-განუცხადა ტელაერხ Digi 24-ს ტიმიშოარის მერმა ნიკოლაი რობუმ.
ქვეყნის ექსტრემალური სამსახურები მოუწოდებენ მოსახლოებას, რომ ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.
BBC-ს ინფორმაციით, ამჟამად ქარიშხალი უკრაინის მიმართულებით მიიმართება.
მონიკა დავლიანიძე