უკან

პოლიტიკა

30 მაისი, 2020 16:41
font-size

“რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს”

ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ.

„რა ფორმატშიც არ უნდა ჩატარებულიყო აღნიშნული განხილვები, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით იქიდან გამომდინარე, რომ რვა მარტის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას და პოლიტპატიმრებს, ბოლომდე შეთანხმებული არ არის. იმედი გვაქვს, რომ უხლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება გიორგი რურუას გათავისუფლება, რის შემდეგაც, ბუნებრივია, მონაწილეობას მივიღებთ განხილვებში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას „ევროპულ საქართველოშიც“ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაში აანონსებენ.

„შეთანხმების ბოლომდე შესრულება გულისხმობს პოლიტპატიმრების თემის დახურვას. განხილვები პრინციპული საკითხი არ არის იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რაზეც არის საუბარი. აქ იყო საუბარი ტელეხიდების თუ სხვა ტიპის გზით განხილვების ჩატარებაზე, ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. პრინციპული მომენტი არის, რომ ეს ცვლილებები შევიდეს ძალაში,“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

გიორგი რურუას გათავისუფლება რომ რვა მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამაზე საუბრობს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

“შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერე მე პირადად, ვაპირებ შეთანხმების ყველა კომპონენტის ერთგული ვიყო და აუცილებლად შესრულდეს - ამიტომ, რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს. რაც არ უნდა იჭიდაოს „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ასე მოხდება,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი