უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ოქტომბერი, 2016 12:10
font-size

რუსეთი მზადაა, სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა - იენს სტოლტენბერგი

ვინაიდან რუსეთისგან მუქარის შემცველი რიტორიკა გვესმის, ნატო ვალდებულია მტკიცე შეკავების პოლიტიკა განახორციელოს - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეიარაღებული ძალების საერთაშორისო კონტინგენტის გაძლიერებაზე.

„თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაზრდაზე ვისაუბრეთ. შეერთებული შტატები, კანადა, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი და თურქეთი მზად არიან რეგიონში ალიანსის გაძლიერებას შეუწყონ ხელი. ნატო-ს საერთაშორისო გუნდი არსებული ძალების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მოქმედებების დახვეწაზე იმუშავებს.

შეხვედრაზე ასევე რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები განვიხილეთ. ისინი აგრძელებენ მაშტაბურ წვრთნებს ნატო-ს საზღვრებთან ახლოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რუსეთი მზადაა, სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა. რუსეთისგან ასევე მუქარის შემცველი რიტორიკა გვესმის. აქედან გამომდინარე, ნატო ვალდებულია მტკიცე შეკავების პოლიტიკა განახორციელოს,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების თარგმანსაც რუსთავი 2 ავრცელებს.

ნინო ექვთიმიშვილი

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი