უკან

პოლიტიკა

2 დეკემბერი, 2016 12:45
font-size

რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით არის დაინტერესებული - ვლადიმირ პუტინის ახალი კონცეფცია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალი სტრატეგია დაამტკიცა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია „რუსეთის პოზიციების განმტკიცება მსოფლიო სამეურნეო კავშირების გამყარების სისტემაში; რუსული საქონლის, მომსახურებისა და ინვესტიციების დისკრიმინაციის დაუშვებლობა“, ასევე „მსოფლიოს მშვიდობის კურსის გაძლიერება; საყოველთაო უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფა“; მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება და დაძაბულობის კერების აღმოფხვრის ხელშეწყობა.

რუსული მედია აღნიშნავს, რომ ისევე როგორც სამი წლის წინ, ახალ კონცეფციაში პრიორიტეტულად არის წარმოჩენილი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ახალ კონცეფციაში დსთ-ს ქვეყნებიდან ცალკე ნახსენებია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

„რუსეთი ყველა საჭირო ძალისხმევას მიმართავს, რომ უკრაინის შიდა კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს“,-ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე დაფიქსირებულია, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით არის დაინტერესებული ისეთ სფეროებში, სადაც თავად საქართველოა მზად.

ამასთან, რუსეთი გააგრძელებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობას“.

რაც შეეხება მოლდოვას, მოსკოვი მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ხაზს უსვამს, დნესტისპირეთის სტატუსის განსაზღვრის მნიშვნელობას, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთის პარტნიორებად, ახალ დოკუმენტში, დასახელებულია გერმანია, იტალია და ესპანეთი.

რუსული მედია აღნიშნავს, რომ 2013 წლის კონცეფციაში იყო დაფიქსირებული ბრიტანეთთან კავშირების გაღრმავების მზაობა, თუმცა წელს ბრიტანეთი ნახსენები არ ყოფილა.

მონიკა დავლიანიძე

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი