უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ადასტურებს, რომ ლუჟკოვი როგორც კერძო პირი არ ჩამოსულა - ზვიად კვაჭანტირაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ადასტურებს იმას,რომ იური ლუჟკოვი საქართველოში, როგორც ჩვეულებრივი კერძო პირი არ ჩამოსულა.
„ლუჟკოვის ბედ-იღბალით რომ დაინტერესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ლუჟკოვი აქ არ იყო ჩამოსული როგორც ჩვეულებრივი კერძო პირი. მისი ვიზიტი, აშკარად, ქმნიდა პროვოკაციულ ფონს. მათი განცხადება თუ მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეებს შეახსენონ გადაამოწმონ თავიანთი სტატუსი შეიცავს თუ არა რაიმე რისკებს მათი საქართველოში ჩამოსვლა - ამაში ცუდი არაფერი არ არის. მეც იგივეს ვიტყოდი. თუკი მათ სურთ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში მოგზაურობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - ეს უნდა გააკეთონ მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ტერიტორიის გავლით და ხელისუფლებასთან შეთანხმებით“,-აღნიშნა კვაჭანტიტრაძემ.
მონიკა დავლიანიძე