არქივი
კომენტარი
რუსეთის სათათბიროში ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ
რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ნინო ბურჯანაძემ „Независимая газета“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ კონტროლირებად მნიშვნელოვან რგოლს“ წარმოადგენს. ბურჯანაძის თქმით, პროექტის მიზანია, რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა, ასევე რუსეთისთვის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობის ჩამორთმევა.
ჩეპა კი, სააკაშვილში რუსეთისთვის საშიშროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, სააკაშვილისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია.
„რასაკვირველია, საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილი გავლენას ვერ მოახდენს. ამ ადამიანის როლი და დანიშნულება ცხადია - ის პროვოკატორია და სხვა არაფერი. ის ცდილობს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას. ჩემი აზრით, სააკაშვილის ამოცანა, რომელასაც მას ცენტრალური სადაზვერო სააგენტო უყენებს არის უკრაინაში ვითარების მეტად დესტაბილიზირება. რაც შესაძლებელია ევროპაში მორიგი დაძაბულობის კერა გააჩინოს და რუსეთის საზღვრებთან კონფლიქტი გაამწვავოს“,-მიიჩნევს რუსი დეპუტატი.
მონიკა დავლიანიძე