უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
რუსეთი თავისი აგრესიული თუ პოტენციურად აგრესიული ქმედებებით სიფრთხილეს გვაიძულებს - ჯეიმს აპატურაი
რუსეთი თავისი აგრესიული თუ პოტენციურად აგრესიული ქმედებებით გვაიძულებს სიფრთხილეს, მაგრამ გვჭირდება ამ ყველაფერზე ერთად ვილაპარაკოთ, - განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“, სადაც რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ოფიციალურად გაიხსნა.
,,საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი ზრდის თავდაცვის ხარჯებს, ატარებს უფრო მეტ სამხედრო სწავლებას ჩვენს საზღვრებთან, ხნის ახალ სამხედრო ობიექტებს. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და ყურადღებით ვაკვირდებით. რუსეთი თავისი აგრესიული თუ პოტენციურად აგრესიული ქმედებებით გვაიძულებს სიფრთხილეს, მაგრამ გვჭირდება ამ ყველაფერზე ერთად ვილაპარაკოთ.
ერთ-ერთი სფერო, რომელიც გვაინტერესებს, შავი ზღვის რეგიონია. საქართველოს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ნატო-ს დისკუსიებში; თუ როგორია უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია, როგორ იცვლება ყირიმის ანექსიის შემდგომ, რადგან რუსეთმა აღჭურვილობა გადაიტანა ყირიმში. ასევე, ვფიქრობთ, როგორ უნდა გავაღრმავოთ ინფორმაციის გაცვლა. ასე რომ, საქართველო ამ დისკუსიების ნაწილია’’, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ნინო ექვთიმიშვილი