უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მარტი, 2018 11:50
font-size

რუსეთმა პროვოკაციული განცხადებებით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის ვრცელ შეჯამებას აქვეყნებს. დისკუსიის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო, რომელზე პასუხისმგებლობას ქართული მხარე რუსეთს აკისრებს.

ქართულმა დელეგაციამ ასევე დააყენა ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ჯარის გაყვანის აუცილებლობა.

რაც შეეხება ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას, ამ საკითხის განხილვისას რუსეთმა დესტრუქციულ მიდგომებს მიმართა და პროვოკაციული განცხადებებით ჩიხში შეიყვანა ამაზე მოლაპარაკებები.

„2018 წლის 27-28 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა. მათ არაჰუმანურ ქმედებად შეაფასეს ოჯახისათვის ცხედრის გადაცემის თითქმის ერთი თვით დაყოვნება. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობისა და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი. ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას.

ამ ფონზე, მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის საჭიროება, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.

ინტენსიური დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით. მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ განმარტეს, რომ აღნიშნული განცხადების მიღება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს, კერძოდ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესის დაწყებას. ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას. რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე.

მოლაპარაკებების დროს დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი რთული მდგომარეობა. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტები. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაცია და უკანონო სამხედრო წვრთნები შეფასდა, როგორც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა. მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა დისკრიმინაციული ზომების მძიმე შედეგებიადგილობრივი მოსახლეობისთვის. აღინიშნა, რომ უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა ისევე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა ხელს უწყობს ადგილზე დაძაბულობის განვითარებას.

განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულებით დარეგისტრირება უცხოელებად და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის გაგრძელებას. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი ეთნიკური ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებს. განხილულ იქნა ასევე გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხზე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულდაბრუნებაზე საგნობრივი განხილვების აუცილებლობას. რუსეთის ფედერაციამ და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის ივნისში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა დასტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებულიშტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“, - წერია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი