უკან
მსოფლიო
6 აგვისტო, 2018 11:05
„რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტის, მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება თვითმკვლელობის გარემოებებს იკვლევს
ბიზნესმენისა და ორგანიზაცია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიას შვილი მოსკოვის ცენტრში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა თავში ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული. მისი ცხედარი დამლაგებელმა აღმოაჩინა.
გამოცემა „ინტერფაქსი“ მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელ იულია ივანოვაზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლები იკვლევენ თვითმკვლელობის გარემოებებს.
გარდა ამისა, წყარომ უამბო გამოცემას, რომ „ბოლო დროს ახალგაზრდა დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, ის წერდა მეგობრებს, რომ „ყველაფერი ყელში ამოუვიდა და ის დაიღალა“.