უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

10 სექტემბერი, 2018 11:30
font-size

რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გუშინ რუსეთში საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი დაკავებული დაფიქსირდა სანქტ-პეტერბურგში - 452 ადამიანი, ასევე ეკატერინბურგში - 183.

რუსეთის მხოლოდ 12 ქალაქში ხელისუფლებამ დაუშვა საპროტესტო აქციების ჩატარება, ხოლო ქვეყნის 59 ქალაქში გამოსვლები არასანქცირებული იყო. ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თანამოაზრემ, ლეონიდ ვოლკოვმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ გამოსვლებში 60-დან 80 000 ადამიანამდე მიიღო მონაწილეობა.

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე აქციის მონაწილეებმა მოიტანეს სამგლოვიარო გვირგვინი წარწერით „პენსია“ და სკანდირებდნენ, რომ „ეს არაა რეფორმა, ესაა ძარცვა“, „დააბრუნეთ ჩვენი ფული“, „მინდა, პენსიამდე ვიცოცხლო“ და „პუტინ, შენი თავისგან დაიწყე“. პოლიციასა და გამომსვლელთა შორის შეტაკებები მოხდა. სამართალდამცავებმა აქტივისტების წინააღმდეგ უხეში ძალა გამოიყენეს.

ყველაზე მძიმე შეტაკებები სანქტ-პეტერბურგში მოხდა. პოლიციამ ბავშვი დააკავა, რომელიც, რუსი კორესპოდენტის თქმით, 10 წლის აღმოჩნდა.

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვის იდეა ალექსეი ნავალნის ეკუთვნის. თვითონ მას გამოსვლებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან 26 აგვისტოს ის დააკავეს და 30-დღიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ჯერ კიდევ იანვარში გამართული აქციის „ამომრჩეველთა გაფიცვის“ ჩატარების გამო.

აქციები დაემთხვა ადგილობრივ არჩევნებს.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი