უახლესი ამბები
- 27.05.2022 18:38პრემიერი ოპოზიციას - ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?
- 27.05.2022 18:30ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი
არქივი
პოლიტიკა


მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმერ შერემეტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა მოსტიის რაიონულ სასამართლოში 18 სექტემბერს, 15 საათზე გაიმართება. ამის შესახებ უკრაინული „24-ე არხი“ იუწყება.
სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს.
შეგახსენებთ, დღეს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ეხება უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. მესაზღვრეებმა და პოლიციელებმა ჟურნალისტების თანდასწრებით საჯაროდ წაუკითხეს სააკაშვილს დოკუმენტის შინაარსი.
სააკაშვილმა აღნიშნული დოკუმენტი უკანონო უწოდა. მისი მტკიცებით, ოქმი უნდა გადაცემულიყო საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში.
10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა და თქვა, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში; როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული ემოცია, ან პროტესტი?!
27 მაისი, 2022 , 19:20

საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი - ირაკლი ღარიბაშვილი
27 მაისი, 2022 , 19:14
პრემიერი ოპოზიციაზე - გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში
27 მაისი, 2022 , 18:43

პრემიერი ოპოზიციას - ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?
27 მაისი, 2022 , 18:38

ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი
27 მაისი, 2022 , 18:30
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს
27 მაისი, 2022 , 15:24