უკან
კონფლიქტის ზონა
20 ოქტომბერი, 2018 16:20
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს
რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან.
არსებული ინფორმაციით, ისინი რუსმა შეიარაღებულმა პირებმა ახალგორის სიახლოვეს, ტყეში დააკავეს.
სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.