უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მარტი, 2017 13:45
font-size

რუსთავი 2 იქნება არა ერთი პარტიის ტელევიზია, არამედ მთელი საქართველოს ტელევიზია - ქიბარ ხალვაში

ის შეიცვლება, რომ ის იქნება არა ერთი პარტიის ტელევიზია, არამედ მთელი საქართველოს ტელევიზია და იქნება კრიტიკული, არ იქნება პარტიული, - განაცხადა ტელეკომპანია ,,იმედთან’’ საუბარში ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რუსთავი 2-ში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას.

რაც შეეხება, პროტესტს, რომელიც, უზენაესი სასდამართლოს გუშინდელ გადაწვეტილებას მოყვა, ხალვაშის განცხადებით, ,,ეს ყველაფერი არის ინსპირირებული სააკაშვილის მიერ და ეს ხალხი ბარიკადებზე მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად დგას.’’

,,გვარამიას არ განვიხილავ ისეთ პიროვნებად, რომლის შეთავაზებასაც აზრი აქვს. გამოცდილი მაქვს სააკაშვილებთან და გვარამიებთან ურთიერთობები. შეუძლებელია, მათ რამეზე მოელაპარაკო. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ქვეყანა ამ დღეში არ იქნებოდა. არ იქნებოდა დასაბრუნებელი წაგლეჯილი ქონება. გამოცდილი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც მოტყუებით დამთავრდება", - ამბობს ხალვაში.

ბიზნესმენმა იმ ინფორმაციაზეც გააკეთა განმარტება, რომელიც ტელეკომპანიის შესაძლო გასხვისებას უკავშირდება.

,,მე არ მითქვამს, რომ მაგას ვყიდი მეთქი. მე არ ვაპირებ უახლოეს მომავალში და ვთქვი, ვერ შეგვპირდებით, რომ მთელი ცხოვრება რუსთავი 2-ის მფლობელი ვიქნები-მეთქი, იმიტომ, რომ ჯერ უნდა შევაფასო და თუ ბიზნესი მომგებიანი და წარმატებული იქნება, იქნება, თუ არადა უკეთესად ვინც გააკეთებს, იმ ადამიანს მივყიდი და იქნება. ეს ჩვეულებრივი კომერციააა’’, - განაცხადა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი