უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 სექტემბერი, 2016 18:40
font-size

რუსთავი 2 მკაფიოდ ემიჯნება სახელმწიფო გადატრიალებას - ნიკა გვარამია

მინდა, ციტირება მოვახდინო ირაკლი ალასანიას ფრაზის, რომელიც მე მითხრა: წელში გადავტეხავ ივანიშვილს, თუ ხმებს მომპარავს - განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე და იმ აუდიოჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, საკუთარი მხარდამჭერების ხმების დაცვაში უკანონო არაფერია და არც ის, თუ როგორი ფრაზებით გადმოსცემენ ამას ადამიანები.

,, მე მინდა, ციტირება მოვახდინო ირაკლი ალასანიას ფრაზის, რომელიც მე მითხრა: ,,წელში გადავტეხავ ივანიშვილს, თუ ხმებს მომპარავს.’’ რა არის ეს რევოლუციისკენ მოწოდებაა, ივანიშვილის კადაფიზაციაა, მკვლელობის მცდელობა თუ რა? არაფერი ამგვარი, არც სახელმწიფო გადატრიალება, ეს არის პატრიოტი პოლიტიკოსის ნათქვამი, როგორ დაიცავს ის თავის ხმებს. ეს ნებადართულია და როგორი სიტყვებით გამოხატავენ პირად საუბრებში ადამიანები საკუთარ აზრებს, ეს მხოლოდ მათი საქმეა’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას მოუწოდა გაემიჯნონ სახელმწიფო გადატრიალების ხსენებასაც კი და განმარტა ,რომ რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება სხვადასხვა რამაა.

,,კანონიერი პროტესტის გზები ამ ქვეყანაში ჯერჯერობით დაშვებულია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ რევოლუცია, მაგალითად ,,ვარდების რევოლუციის’’ კონტექსტში აკრძალული ქმედებაა, ძალიან ცდება. ეს არ არის სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის ხალხის მეშვეობით საარჩევნო ხმების დაცვა, რაც ამ ქვეყანაში დაშვებულია, ყოველთვის იყო და იქნება. ამას საერთაშორისო კონვენციებიც ამბობს. რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალებას, მე ეს სიტყვათშეთანხმება მზარავს. მე ვარ ეგრეთ წოდებული ზვიადისტების ოჯახიდან, რომელიც უმძიმესად არის დაზარალებული ერთადერთი სახელმწიფო გადატრიალებით ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც იყო 1991 წელს.

პირობას ვდებ, იქ, სადაც მე ვიქნები, არ იქნება სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა არასდროს, არცერთ ვითარებაში, არცერთი მიზეზით. რუსთავი 2 მკაფიოდ ემიჯნება სახელმწიფო გადატრიალებას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ აქტორს და საზოგადოებრივ აქტორებს, გაემიჯნონ ცალსახად სახელმწიფო გადატრიალების ხსენებასაც კი’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი