უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აპრილი, 2024 13:30
font-size

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ, მოღალატეობრივ რუსულ კანონს შემდეგი მოსმენებით, ეს დრო გამოიყენოთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში და დადგეთ იქ, სადაც დგანან ალბათ, ბევრი თქვენგანის შვილი, მათი მეგობრები, თანაკურსელები, თანატოლები, დები და ძმები. მაშინ მიხვდებით რეალურად, რას აშავებთ, რას უშავებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ეროვნულ ინტერესებს. ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე, როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში ისე, რომ არ დაიბეგროს. საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან და შემდეგ ამ ბეგარიდან აღებულ ფულს თქვენ ჯიბეში იდებთ, იმის ნაცვლად, რომ მათ მოახმაროთ. ასე რომ „რუსული კანონის“ კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტი მუხლობრივად „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია

30 აპრილი, 2024 , 16:00

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე

მაია ბითაძე ოპოზიციას: თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ

30 აპრილი, 2024 , 15:47

დღეს ქვეყანა დგას იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, რასაც, ასე ძალიან ცდილობს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული

30 აპრილი, 2024 , 15:42

სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული. არანაირი საუნჯე არ გაგაჩნიათ თქვენ სინამდვილეში - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. "რისი გამკეთებლები ხართ, თქვენგან ევრ

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს - მიხეილ სააკაშვილი

30 აპრილი, 2024 , 14:59

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს, -ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტ

ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

30 აპრილი, 2024 , 12:30

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი, ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდ

ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა - სალომე ზურაბიშვილი

30 აპრილი, 2024 , 12:01

დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტურაში თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი