უკან

კომენტარი

3 ნოემბერი, 2017 12:55
font-size

სააკაშვილი ნამდვილად ნიჭიერია. მან იცის, როგორ გამოიყენოს სიტუცია სათავისოდ - ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ნიჭიერი ადამიანია და მან ზუსტად იცის, ამ შემთხვევაში უკრაინაში სათავისოდ ვითარება როგორ გამოიყენოს.

როგორც ბურჯანაძემ “Россия1”-ს გადაცემა „60 Минут“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში სააკაშვილს ზურგს ამერიკის სპეცსამსახურები უმაგრებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერც პოლონეთი-უკრაინის საზღვარს გადაკვეთდა.

პოლიტიკოსის აზრით, ამერიკის სპეცსამსახურები უკრაინაში ცდილობენ რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას, რასაც ხელს სააკაშვილი უწყობს.

„სააკაშვილი ნამდვილად ნიჭიერია. მან იცის, როგორ გამოიყენოს სიტუცია სათავისოდ. რა თქმა უნდა, ის ავანტიურისტია და ეს ცალსახაა. რასაც ის უკრაინაში აკეთებს, არანაირად არ გამოადგება უკრაინას. მე ვშიშობ, რომ, სამწუხაროდ, უახლოეს ათწლეულებში უკრაინა ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯების გამო შეიქმნა. აქ შიდა პრობლემებია, რუსეთთან შექმნილი პრობლემები და სხვა.

რაც შეეხება სააკაშვილს, რამდენად შორს წავა ის? იცით, სინამდვილეში ის „მამაცი“ ადამიანი არ არის. ზურგს უკან ის ძლიერ მხარადჭერას რომ არ გრძნობდეს, ნაბიჯსაც არ გადადგამდა. მახსოვს, ვიხუმრე ერთხელ, შესაძლოა თქვენს გადაცემაშიც, როდესაც ის უკრაინის საზღავრს გადიოდა, მის ზურგს უკან „ცრუ“-ს შენობას ვხედავდი. მის ზურგს უკან დგანან ამერიკის სპეცსამსახურები, რომლებსაც არ სურთ, რომ უკრაინაში ვითარება დასტაბილურდეს, რომლებსაც არ სურთ, რომ რუსეთმა და უკრაინამ საერთო ენა გამონახონ, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინაში არა პროუკრაინული, არამედ მკვეთრად პროამერიკული ხელისუფლება იყოს. მათ სურთ, რომ უკრაინაში რუსეთისგან ნეგატიური ხატი შეიქმნან, რასაც აკეთებს სააკაშვილი.

მას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოში ფეხქვეშ იყო გათელილი ყველა ევროპული და დასავლური ღირებულება - ყველაფერი, რაც ადამიანის უფლებებსა და ელემენტარულ დემოკრატიულ ნორმებს ეხება“,-აღნიშნა ბურჯანაძემ.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი