უახლესი ამბები
- 23.01.2021 17:35ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
- 23.01.2021 17:35გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
- 23.01.2021 17:35მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
- 23.01.2021 17:10ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
- 23.01.2021 17:10რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს
- 23.01.2021 17:10ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს
- 23.01.2021 16:05სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
- 23.01.2021 16:0548%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
- 23.01.2021 16:05„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
- 23.01.2021 15:00„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
არქივი
პოლიტიკა


სააკაშვილი თანაპარტიელებზე - ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ფესიბუქის“ გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის რამოდენიმე ლიდერის შეცდომებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ უნდა ამ ადამიანებთან საერთო ჰქონდეს.
სააკაშვილის თქმით, ისინი არ უსმენენ საკუთარ მხარდამჭერებს და პრაქტიკულად, პარტიას გამოუწერეს დამარცხება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმის მაგივრად რომ ეს ადამიანები ხალხს რაზმავდნენ და ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ, ისინი მისკენ იშვერენ ხელს.
,,დაიწყეს უაზრო ლაპარაკი - სააკაშვილი კერპი უნდა იყოს იყო თუ არაო? რა შუაშია სააკაშვილი? რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა - ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება.
ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, იმიტომ, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა და არა, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით, ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება. ამის შემდეგ კიდევ აგრძელებენ უაზრო ლაპარაკს (ის ერთი-ორი ტიპაჟი), თითქოს არსებობს 8-10 წლიანი ციკლი და უნდა დაველოდოთ კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორ გააყალბებს არჩევნებს ივანიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ, სადღაც ხელებს ვიშვერთ, თურმე პრობლემა არის სააკაშვილის - მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან - 600 00 ამომრჩეველთან.
ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში, არამედ, წინასწარ აქვთ გამოცხადებული მომავალში - ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, მე არაფერი საერთო მინდა მქონდეს. მე უკრაინაში დიდ საქმეში ვარ, მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩვენს ქვეყანაზე ფიქრს. მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, აქტივისტებს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მარი ნამგალაძე

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
23 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19