უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 თებერვალი, 2017 17:50
font-size

საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა იყოს მუდამ ხელისუფლებაში - არასაპარლამნეტო ოპოზიცია

არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხის პარლამენტის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვს.

როგორც ოპოზიცია აცხადებს, თუ კანონს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულზე გადასვლას გულისხმობს, საგაზაფხულო სესიაზე კენჭს არ უყრიან, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

გარდა ამისა, არასაპარლამენტო ოპოზიცია საკოსნტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიას იმ ინიციტივისთვის აკრიტიკებს, რომელიც საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლო აკრძალვას შეეხება.

„1990 წლიდან დღემდე, არც ერთი ხელისუფლება ხელისუფლებაში არ მოსულა ბლოკის გარეშე. ანუ საქართველოში არის ისეთის სისტემა, ძალისხმევათა კონსოლიდაციის პირობებში ხდება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა“,-განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძღაობის“ წევრის გიორგი ახვლედიანის განცხადებით კი, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა პოლიტიკურ პარტიებს გაანადგურებს.

„ეს არის პოლიტიკური პარტიების განადგურების და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური პროცესიდან გაქრობის ინიციატივა და „ქართულ ოცნებას“ ეოცნებება ის, რომ კონსიტუციურად გააფორმოს,რომ მხოლოდ ის უნდა იყოს მუდმივად ხელისუფლებაში“,-განაცხადა ახვლედიანმა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას აზრით კი, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა ნიშნავს, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების გზით, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის აკრძალვას, რასაც შეიძლება ჰქონდეს გამოუსწორებელი შედეგი.

შეგახსენებთ, რომ ბლოკის თუ კოალიციის შექმნის შეზღუდვის ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიას გააცნო.

იდეის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტად კონსტიტუციაში მხოლოდ პოლიტიკური პარტია განისაზღვრება, რასაც პარტიის გაძლიერება მოჰყვება.

მონიკა დავლიანიძე

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა