უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2020 14:20
font-size

საავადმყოფოებში სრული ქაოსია - კოვიდდადასტურებულ, საკარანტინე და სხვა ავადობის მქონე პაციენტებს ერთ სივრცეში ათავსებენ - სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას კატასტროფულად აფასებს და მიჩნევს, რომ საავადმყოფოებსა და საკარინტინე სივრცეში სრული ქაოსია და მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ჩიხრაძის თქმით, ქვეყანაში წარმოქმნილი ქაოსური მდგომარეობის დასაძალევად სახელმწიფოს მოქმედებები ბუნდოვანია.

„კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო სათანადოდ მომზადებულიყო ეპიდემიის მორიგი ტალღისთვის, ჩვენ დღეს ვხედავთ სრულ ქაოსსა და უმოქმედობას. ჩვენ გამოგივგზავნეს კადრები საჩხერის ცენტრალური საავადმყოფოდან, პალატების გადავსების გამო პაციენტებს კორიდორში აწვენენ. კოვიდდადასტურებული პაციენტებს, ასევე, საკარანტინე პაციენტებს და პასუხის მომლოდინე პაციენტებს ერთ სივრცეში ათავსებენ. ამასთან, მკურნალობის არანაირი პირობა არ არის და ქაოტურადაა გადანაწილებული პაცინეტები. ეს ხდება ახლა, საწყის ეტაპზე, მაშინ როცა, მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ, წინ გველოდება. როგორც ირკვევა რამდენიმე ასეული შემთხვევის პირობებში უკვე ადგილები არ გვაქვს და ქაოტურ მდგომარეობაში ვვარდებით. გსმენიათ რაიმე ინფექციების, შიდა ინფექციების კონტროლზე ან პაციენტთა ნაკადის მართვის შესახებ? როგორ შეიძლება ერთ საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის ინფექციური, კოვიდ 19-ით ინფიცირებული, არაინფექციური პაციენტი ერთად მოვათავსოთ? ეს ხომ ეპიდაფეთქების ახალ წყაროს შექმნის, სხვა არაფერი მომხდარა იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში საწყის ეტაპზე, როდესაც კლინიკებში გავრცელდა აღნიშნული ვირუსი, რამაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. ამ ფონზე პრემიერი გახარია გამოდის და ამაყობს რომ საქართველო მწავენ ზონაშია. მე მას ვეკითხები რას აკეთებდით მარტიდან მოყოლობეული და რატომ არ შევხდით მეორე ტალღას მომზადებული?პაციენტებს შესასვლელებში და კორიდორებში ათავსებენ, ეს არის უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტურურობა და დანაშაული. შვიდი თვე არაფერი არ გაგიკეთებიათ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოვითხოვდით, რომ წარმოგვიდგინეთ სამოქმედო გეგმა, მოუსმინეთ სხვა სპეციალისტებს და თქვენ არაფერი არ შეისმინეთ. აღარაფერს ვამბობ აჭარის რეგიონზე, სადაც სრული კატასტროფა და ქაოსი ხდება.

ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ რეალურად დავთვალოთ რა რესურსი გვაქვს, როგორ ხდება ამის მობილიზება, სად რას ვანაწილებთ და სამედიცინო პერსონალს როგორ ვატრენინგებთ. ჩვენ ვთავაზობთ, რომ გეგმა კი არ დავდოთ, თუ როგორ ვიმოქმედებთ 2021 წელს, არამედ ეს უნდა იყოს ყოველდღიური გეგმა, რომელიც უნდა მიცავდეს რას ვაკეთებთ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, რას ვაკეთებთ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პუნქტებთან დაკავშირებით, სად და როგორ ვათავსებთ პაციენტებს, რათა არ მოხდეს ინფექციურის და არაინფექციური პაციენტების ერთმანეთში აღრევა, ამის დალაგება მენეჯმენტურად შესაძლებელია და მთავრობისგან მოვითხოვთ ეს გააკეთოს და თუ ამას ვერ აკეთებენ დავეხმარებით, ჩვენ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ერთმანეთის მტრები არ ვართ. მაგრამ დღეს მათ არც დახმარება უნდათ, არც თვითონ იციან და არც გვეკითხებიან სამწუხაროდ არაფერს. შედეგი კი იქნება კატასტროფული“ , - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი