უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
საზოგადოება
6 თებერვალი, 2018 13:45
საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში ტურნიკეტები დაიდგმება.
მისი თქმით, ტურნიკეტებით მოხდება როგორც ბავშვების, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და აღმზრდელ-პედაგობების ყოველდღიური რეგისტრაცია.
გვანცელაძის ინფორმაციით, ტურნიკეტებისთვის მშობლებს დაურიგდებათ ბარათები, რომლითაც ბავშვების ბაღში მიყვანისას გამოიყენებენ.
” მოხდება ელექტრონულად როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებლების აღრიცხვა. თავად მშობლები დაარეგისტრირებენ ბავშვებს მისვლისას. ახლა აღრიცხვა ხდება აღმზრდელ-პედაგოგების მიერ, რასაც იყენებს ადმინისტრაცია შემდგომ. ეს გარკვეულ დროს ართმევს მათ. მომავალში კი რეგისტრაცია ავტომატურად განხორციელდება”, - აცხადებს გვანცელაძე.