სამართალი
სადახლოზე, წითელ ხიდსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
11- 17 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი” და ,,ყაზბეგი “, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, მათ შორის, ოქროს მონეტები (საერთო წონა 328.37 გრამი) აღმოაჩინეს.
შემოსავლების სა,სახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19,421.19 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 19,421.19 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
16 – 17 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო“, ოქროს ნაკეთობების (საერთო წონა 106.35 გრამი) უკანონოდ შემოტანის კიდევ 2 ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7,499.15 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 7,499.15 ლარის ოდენობით.