უკან

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2021 11:54
font-size

ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

ევროკავშირმა (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR), საქართველოს სახალხო დამცველთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეული აღნიშნა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული პრიორიტეტებითა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებებით, ასევე წარმოადგენს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მთავარ ამოცანას, რაც გულისხმობს, რომ არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის მიღმა. მათი განმარტებით, 2021 წლის ადამიანის უფლებათა კვირეულის მთავარი თემაა თანასწორობა, მთავარი გზავნილი კი - ყველა ადამიანი თანასწორია.

„კვირეულის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა თანასწორობის მნიშვნელობაზე და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებზე, ამ კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. აქტივობები 3 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. ევროკავშირმა წარმოადგინა სხვადასხვა ისტორიები, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოში თანასწორობის, როგორც ადამიანის უფლებათა ძირითადი ქვაკუთხედის მხარდაჭერას ასახავს. კამპანიის ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა პარტნიორების მიერ ეროვნული და რეგიონული პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.

„მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ჩვენ ვუბრუნდებით საბაზისო პრინციპს - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს. თანასწორობა ფუნდამენტური პრინციპია და წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის საფუძველს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს პრინციპი გულისხმობს ყველა ადამიანის უფლებას, მიიღოს თანასწორი მოპყრობა და ყველას პასუხისმგებლობას, იბრძოლოს ამ უფლებების უზრუნველსაყოფად. თანასწორობა გულისხმობს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებას, იყვნენ დაცულნი უმრავლესობის მიერ. ეს ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას. საქართველომ ამ მიმართულებით ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც დაუღალავ შრომას მოითხოვს, ადამიანის უფლებათა მაღალი კულტურის ჩამოსაყალიბებლად და მიღწეული შედეგების შესაძლო უკუსვლის თავიდან ასაცილებლად,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

„საქართველომ დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გათვალისწინებული პრინციპები ცხოვრებაში გაეტარებინა. ამ გზამ ქვეყანა თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების აშენებისკენ უნდა მიიყვანოს, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც უმცირესობებსა და მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფებს ეხება. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს, უმაღლესი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და დაიცვან ყველა მოქალაქის უფლებები გამონაკლისის გარეშე”, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.

“თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანეს პრინციპს. საკანონმდებლო ცვლილებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მიღება საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა თანასწორობის მისაღწევად, ტოლერანტობისა და განსხვავებულობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად, დამატებითი ღონისძიებების გაგრძელება კვლავაც საჭიროა“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

„2021 წელს თანასწორობის საკითხი კვლავაც გამოწვევას წარმოადგენდა. სამწუხაროდ ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წევრების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გარშემო განვითარებული მოვლენები, როდესაც ულტრამემარჯვენე ძალები პირდაპირ და საჯაროდ ახდენდნენ ძალადობისკენ მოწოდებებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟუნრალისტებს, ლგბტ+ თემის წევრებსა და სხვა მოქალაქეებს.

სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ. ძალადობისკენ მომწოდებელი და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებლი პირები მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან,”- განაცხადა საქართველოს სახალო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს თარიღი ეძღვნება 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებას, რომლითაც აღიარებულია ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც ყველა ჩვენთაგანს გვაქვს მონიჭებული, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, წარმომავლობის თუ ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიის, ენის ან სხვა სტატუსისა.

„ბოლო წლებში ევროკავშირმა 100 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება შეძლო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების მხარდასაჭერად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის გზით. აღნიშნული ორგანიზაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს წარმოადგენენ. ევროკავშირის მხარდაჭერით, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქვეყანაში ამჟამად 40-მდე პროექტი ხორციელდება. ეს პროექტები მიზანდ ისახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, ქალებისა და ბავშვების, ასევე უმცირესობების, შშმ პირებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი