უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 დეკემბერი, 2017 16:55
font-size

საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება მიუღებელია - არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია და ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება მიუღებელია.

აღმიშნულის შესახებ ნათქვამია საიას და IDFI-ის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართულ კანონებში (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი) შესატანი ცვლილებების პროექტი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში წარმოდგენილი ცვლილებებით, საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება უქმდება. კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის, როგორც წესი , ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში განცხადების წარდგენისათვის განისაზღვრება 10 კალენდარული დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.“

მიგვაჩნია, რომ საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება გაზრდის საჯარო სამსახურის სისტემაში გაუმჭვირვალე და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების, ასევე, ნეპოტიზმისა და კორუფციის რისკს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიზნებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილება საჯარო დაწესებულებებს ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების თაობაზე, ასევე, მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მასში მონაწილეობა.

კანონმდებლობის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით პირი შეიძლება დასაქმდეს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად. დამხმარე ამოცანები მოიცავს ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან სხვა დამხმარე ფუნქციების განხორციელებას, ხოლო არამუდმივი ამოცანები გულისხმობს საჯარო დაწესებულებისათვის დროის განსაზღვრულ პერიოდში საჭირო ექსპერტული მომსახურების გაწევას. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი შესაძლებელია ასრულებდეს შინაარსობრივი ხასიათის ფუნქციებს, რაც დაკავშირებულია საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ფუნქციების განხორციელებასთან.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-15 მუხლის თანახმად, „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური კოეფიციენტი შესაძლოა შეადგენდეს 4.00-ს. თუ ვივარაუდებთ, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 1,000 ლარით განისაზღვრება, ხელშეკრულებით დაქირავებული პირის მხოლოდ თანამდებობრივმა სარგომ (პრემიის და დანამატის გარეშე) შესაძლებელია 4,000 ლარი შეადგინოს, რაც საკმაოდ მაღალ თანხას შეადგენს და აღემატება საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეების ანაზღაურებას. ამგვარად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებამ კონკურსის გარეშე არ მიიღოს პირი, მით უფრო, მსგავს მაღალანაზღაურებად პოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, 2011 წელთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება 102 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც გარკვეულწილად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეთა მიღების პროცედურების გაუმართაობითაც არის განპირობებული.

საჯარო დაწესებულებებში მიღების გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების ფორმირება საჯარო სამსახური რეფორმის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საჯარო სამსახური სამართლიან, გამჭვირვალე და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად ჩამოყალიბება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს საჯარო სამსახურში დასაქმების პროცედურას და ზრდის ნეპოტიზმის რისკს საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების პროცესში.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა საკომიტეტო განხილვებზე ჩვენ მიერ წარდგენილი კრიტიკული შენიშვნები და გააუქმა საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის დადგენილი გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება.“

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი