უახლესი ამბები
- 16.09.2024 16:02ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით - გია ხუხაშვილი
- 16.09.2024 15:51გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან - მამუკა ხაზარაძე
- 16.09.2024 15:21გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
- 16.09.2024 15:06ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი - სანდრო რაქვიაშვილი
- 16.09.2024 13:03ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს - გივი თარგამაძე
- 16.09.2024 12:49ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას - კახა კალაძე
- 16.09.2024 12:18მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე მოღალატეობრივი განცხადების გამო - ლევან ბეჟაშვილი
- 16.09.2024 12:04ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება, ეს ეხება არა მარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში - კახა ოქრიაშვილი
- 16.09.2024 11:50აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება - ირაკლი კობახიძე
- 16.09.2024 11:45პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის - შალვა პაპუაშვილი
არქივი
ეკონომიკა
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის სრული მხარდაჭერა მივიღეთ - დიმიტრი ქუმსიშვილი
„მე დღეს გავაჟღერე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჩვენ მათ ველოდებით და გვინდა, რომ ისინი იყვნენ საკრედიტო-საგარანტიო ფონდში როგორც აქციონერები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“,- განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრის კომენტირებისას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს.
„საგარანტიო ფონდების ინსტრუმენტი ზოგადად დასავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ ევროპაშიც, ეს არის კარგად დანერგილი და აპრობირებული ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებელია მიმართული იყოს კონკრეტული, ძალიან თარგეთირებული ჯგუფების მიმართ, სადაც სახელმწიფოს აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს განვითარებაში. მათ შორის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება, მაგალითად, ახალგაზრდებში დასაქმების გაზრდა. მათ შორის ქალბატონებში მეწარმეობის განვითარება. სწორედ ამ ძირითად პრინციპებზე ვისაუბრეთ დღეს ჩვენ. რამდენად შეგვიძლია ჩვენ ყველამ ერთად გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ევროპაშია დაგროვილი“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, მან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შესთავაზა ფონდში აქციონერების სახით მონაწილეობა. „აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია. პირველი იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე, მეორე - გვინდა იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და გვინდა, გავიზიაროთ ეს გამოცდილება. მესამე - რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მათ აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ ინიციატივასთან, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაჟღერებთ“, -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები გადაიდგას ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მოხდეს ეკონომიკის სწორი სტიმულირება და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყანამ მიიღოს სარგებელი ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისთვის.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან დაგეგმილ რეფორმას პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. „პირველ ეტაპზე ჩვენ დღეს მოვისმინეთ მაქსიმალურად პოზიტიური კომენტარები, გავუზიარეთ მათ ჩვენი ხედვები ძირითად პრინციპებზე და მათგან მივიღეთ ძალიან პოზიტიური უკუგება ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩატარდეს ძალიან კარგი შეფასება და სწორად გავიგოთ, თუ რა მიმართულებით უნდა შემოვიდნენ ისინი და რა მიმართულებით მოხდეს ერთობლივად მათი საქმიანობა, რადგან ეს იქნება ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მანდატი. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან რამდენიმე პოზიცია დაფიქსირდა, ამ საკითხზე დისკუსია კი მომავალშიც გაგრძელდება. „ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მანდატი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ ქვეყანაში ასეთი ფონდების ნაწილია, თუმცა, არის ქვეყნები, სადაც ექსპორტის საკრედიტო სააგენტო დამოუკიდებელია და ცალკეა საკრედიტო-საგარანტიო ფონდები და სქემები, ამიტომ ჩვენ ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ. ბევრი პოზიტიურია იმაში, რომ მანდატი გაიზარდოს, რადგან ძალიან ბევრი რამეა უკვე შეთანხმებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად, შეიძლება მანდატის გაზრდა აღმოჩნდეს უფრო მარტივი გზა, ვიდრე ნულიდან დაწყება. თუმცა, აქაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყოს აბსოლუტურად გამართული, იყოს სწორი, რაშიც ჩვენ დღეს მივიღეთ რწმუნება, რომ გვექნება სრული მხარდაჭერა და დახმარება და კარგ შედეგს მივიღებთ“, -აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.