უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 დეკემბერი, 2018 11:10
font-size

საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმით - მიხეილ ბენიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე სავარაუდოდ, განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლით.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონდარღვევა დადასტურდება, საქმე მათ მიერ მომზადებულ არჩევნების შემაჯამებელ ანგარიშში მოხვდება.

„შესაბამისი საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ, ისევე როგორც სხვა ზეწოლა-მუქარის ფაქტზე. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება კავშირი, პოლიტიკური მოტივაცია და სავარაუდო ზეწოლა, ბუნებრივია, ეს არის სერიოზული პრობლემა და სერიოზული წინასაარჩევნო დარღვევა. თუ ინფორმაცია გადამოწმდება და დადასტურდება, სავარაუდოდ, ამ ფაქტზე ჩვენს შემაჯამებელ ანგარიშშიც იქნება საუბარი“, -თქვა ბენიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კერზაიამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ისაუბრა. კერძოდ, მან უარი თქვა პედაგოგების საარჩევნო პროცესში ჩართვაზე. მისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ ამის შემდეგ მას ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

26 ნოემბერს ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან სკოლაში ინსპექტორების შესვლას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი ერთი კვირის განმავლობაში შემოწმების მაგივრად „ჩვეულებრივ რეპრესიას“ ახორციელებდა. შენგელიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგებისა და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ დედამისი მიუხედავად არაერთი „შეთავაზებისა“, არ გახდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი და არჩევნების წინ არ გადასცა მათ ე.წ. მომხრეების სია.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი