უკან

პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2018 12:40
font-size

საგამოძიებო უწყებებთან შეკითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოდის მსგავსი სახის ჩანაწერები გარეთ - გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს, საკუთარ თავთან პრობლემები აქვს.

თუმცა, მიუხედავად ამ შეფასებისა ფოფხაძეს კითხვები შს მინისტრთანაც აქვს. დეპუტატს აინტერესებს, როგორ გამოდის მსგავსი ტიპის ჩანაწერები, სააშკარაოზე.

,,არ მგონია რეალური, რაზეც ჩანაწერებშია საუბარი. შეფასება რაც მისგან მოდის, მისი არასწორი თვითშეფასებისა და ხედვების გამოა, თუმცა ყველაფერი ეს უნდა იყოს გამოძიებული. საგამოძიებო უწყებებთან შეკითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოდის მსგავსი სახის ჩანაწერები გარეთ“, -განაცხადა ფოფხაძემ

„რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები, სავარაუდოდ, გლდანის ციხეშია გაკეთებული. ჩანაწერის მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი მასთან საკანში მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

საუბარი თითქმის საათ-ნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას.

ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანები ძალოვანებმა გაიტაცეს და სცემეს.

მირზა სუბელიანი ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო მას სახელმწიფოს იმედი აღარ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის სწორედ ხელისუფლების გადარჩენის მიზნით დათანხმდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც მას სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ერთი წლით პირობითი მსჯავრი უნდა შეუფარდოს.

სუბელიანი ითხოვს ჯაფარიძეს, გახარიას შეთანხმება გაახსენოს. ჩანაწერში სუბელიანი ფარცხალაძესაც იხსენებს და ამბობს, რომ პროკურატურას სწორედ ის მართავს. დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მის გარემოცვაზეც საუბრობს და იმ 50-თ ე.წ. "ავტომატჩიკს" ახსენებს, რომლებიც მასთან ერთად გახმაურებული საქმეების გახსნაზე მუშაობდნენ. სუბელიანი განაწყენებულია სამთავრობო გუნდზეც, რომელმაც მის დასაცავად არაფერი გააკეთა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი