უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივნისი, 2024 12:18
font-size

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შევიდა სასიგნალო შეტყობინება, „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შევიდა სასიგნალო შეტყობინება.

მათივე განმარტებით, შესული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება, პარალელურად, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

„ტერიტორიის დათვალიერების მიზნით უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რეგიონებში კორუფციული ფაქტების მოცულობამ 3 მილიარდ 280 მილიონ ლარს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

23 ოქტომბერი, 2024 , 13:31

საქართველოს რეგიონებში იზრდება კორუფციული შემთხვევები. პარლამენტის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“, აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამ

სინამდვილეში არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, შექმნა პატარა პრობლემა, დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება - კახა კალაძე

23 ოქტომბერი, 2024 , 13:22

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა საფეხმავლო ბილიკზე ზედაპირული მიწა ჩამოიტანა. როგორც კალაძემ თბი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

23 ოქტომბერი, 2024 , 13:12

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველო

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია - კახა კალაძე

23 ოქტომბერი, 2024 , 12:49

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ვარკეთილი მოლი“ შენდება

23 ოქტომბერი, 2024 , 12:05

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ურბანიკი“ ვარკეთილი მოლს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

23 ოქტომბერი, 2024 , 11:58

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის გან