უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 მაისი, 2017 15:25
font-size

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან.

ევროპარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები: ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის, ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის, ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეთა და მწვანეთა მემარცხენე ჯგუფის და ევროპის თავისუფალი ალიანსი/მწვანეების ჯგუფის წევრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტარებს მიწოდა ინფორმაცია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის და ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით არსებული ექვსპუნქტიანი გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, პოზიტიურ შედეგებს მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. აღინიშნა ევროკავშირში ექსპორტის მზარდი დინამიკა. შეხვედრის ფარგლებში ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის როლზე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის როლი შერიგების პოლიტიკის კუთხით და მნიშვნელობა, რომ ამ პორცესის შედეგად მიღებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ევროპარლამენტარებმა ქართულ მხარეს მიულოცეს ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე წარმატებით სარგებლობენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკაშირთან დაახლოების პროცესში შემდგომი ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების საკითხს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია

21 ოქტომბერი, 2025 , 12:05

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა. „