უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2018 15:45
font-size

საია პარლამენტს ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიების გაზრდის მიზნით საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანია მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების გაზრდა, რაც გულისხმობს ქორწინებაში მყოფი პირის მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ქორწინებაში მყოფ ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვას, რადგან საქართველოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ქალების სახელზე ძირითადად არ არის დარეგისტრირებული თანასაკუთრებაში არსებული ქონება და მათ, უმეტეს შემთხვევაში, უწევთ სასამართლოს გზით თანასაკუთრებაზე უფლების აღიარება.

,,საკანონმდებლო წინადადება განსაზღვრავს ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავი ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის სპეციალურ წესს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შეთავაზებული ცვლილებით მეუღლეს უფლება აქვს ქორწინების პერიოდში მოითხოვოს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ რეგისტრაცია. უფლების რეალიზაციისათვის საკმარისია მეუღლემ საჯარო რეესტრში წარადგინოს ქორწინების მოწმობა ან შესაბამისი ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. ასევე, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციისათვის მეორე მეუღლის თანხმობის წარდგენა არ არის საჭირო. გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილება თანასაკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ ქორწინების პერიოდში, რადგან განქორწინების შემთხვევაში თანასაკუთრების გაყოფის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ.

შეთავაზებული ცვლილება უზრუნველყოფს მეუღლეთა მიერ ქორწინებაში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების სათანადო რეალიზაციას, შეამცირებს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ერთპიროვნულად განკარგვის რისკებს და მეუღლეებს თავიდან აარიდებს სასამართლოში თანასაკუთრების მტკიცების ტვირთს.

საკანონმდებლო წინადადება ეფუძნება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2016 წლის საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას „მეუღლეთა თანასაკუთრება მსოფლიოს სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში“, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.

საია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილ მოსაზრებებს და უზრუნველყოფს ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნას“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი