უკან

პოლიტიკა

8 დეკემბერი, 2021 19:22
font-size

პასუხიმგებლობა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტზე უნდა აიღოს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე საბჭოს წევრებმა - ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტზე პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმაც უნდა აიღონ.

როგორც კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა, რაც განსახილველად პარლამენტში შედის, უნდა იყოს განხილული ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს - საბჭოს მიერ.

"პასუხიმგებლობა აღნიშნულ დოკუმენტზე უნდა აიღოს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე საბჭოს წევრებმაც" - განაცხადა კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა, იყო თუ არა ჩართული აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და იღებენ თუ არა ისინი სათანადო პასუხისმგებლობას.

კოვზანაძის განცხადებით, სამომავლოდ ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აღნიშნული მოთხოვნა.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია დოკუმენტის საპარლამენტოს სესიაზე განხილვა.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი