უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ნოემბერი, 2017 17:10
font-size

სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია.

მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 აღმოჩნდა.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლომჯარიას კონკურენტმა, გიორგი ფოფხაძემ, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა, 20 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო 27-მა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა.

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

http://www.feminism-boell.org-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნინო ლომჯარია წლების განმავლობაში მუშაობდა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ხელმძღვანელად:

განათლება: იურისტი, სამართლის მაგისტრი.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: საარჩევნო სისტემები, კარგი მმართველობა, პოლიტიკური უფლებები, ქალთა უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული კვლევები.

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული.

ბიოგრაფია:

ნინო ლომჯარიას მიღებული აქვს სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (2011), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში (2006).

2011 წლიდან 2015 წლამდე ნინო ლომჯარია იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას არასამთავრობო ორგანიზაციაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED). 2015 წლიდან არის ევროპული საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელის, ENEMO-ს გენერალური მდივანი. ორგანიზაცია 17 ქვეყნის 22 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. გარდა ამისა, ნინო ლომჯარია ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაცია EPDE-ს გამგეობის წევრია 2014 წლიდან.

2004-2008 წლებში ნინო ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა იურისტის პოზიციაზე კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე. 2008-2010 წლებში ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა საარჩევნო პროექტების მენეჯერად, რაც მოიცავდა ორგანიზაციის სადამკვირვებლო, ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების მართვას. 2010 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის კვლევის ასისტენტის პოზიციას იკავებდა.

2016-2017 წლებში ლომჯარია მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილედ.

ნინო ლომჯარია არის 15 კვლევის ავტორი არჩევნების მონიტორინგის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მედიაგამჭვირვალობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი