უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 თებერვალი, 2017 16:45
font-size

სახალხო დამცველი გიორგი გიუნაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს.

„მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 1978 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს, რომელიც თავდაპირველად 2016 წლის 8 ივნისს, ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში“, კონკრეტულად კი, ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“ აქტიური მონაწილეობის გამო დაუმძიმეს.

ეს სამწუხარო ფაქტი ადასტურებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ კვლავ გრძელდება უფლებების უხეში დარღვევა. ხდება მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და დაბრუნების უფლების შელახვა.

სახალხო დამცველი აქტიურად იყო ჩართული პატიმართა გათავისუფლების პროცესში, რომელიც 2016 წლის მარტში თბილისის, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის შედეგად განხორციელდა და მხარს უჭერდა მხარეთა ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა ადგილობრივ მკვიდრთა უსაფრთხოებას. სამწუხაროა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ კვლავ გრძელდება დაკავებები და უგულვებელყოფილია ადგილობრივ მკვიდრთა უფლებები და საჭიროებები.

კონფლიქტით დაზარალებულ პირთათვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მიყენება უნდა დასრულდეს.

სახალხო დამცველი მიმართავს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მიიღოს ქმედითი ზომები გიორგი გიუნაშვილის დარღვეული უფლებების აღსადგენად და გაათავისუფლოს იგი.

სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ამის გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს ინიციატივა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისუფლება აღკვეთილ მოქალაქეთა გათავისუფლების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი