უკან

საზოგადოება

6 აპრილი, 2017 16:45
font-size

სახალხო დამცველი შშმ ბავშვთა მინდობით აღზრდის სერვისში არსებულ პრობლემებზე

სახალხო დამცველის განცხადებით, შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში არ ხდება შესაბამისი სერვისის მიწოდება ბენეფიციარებისთვის.

ომბუდსმენის შეფასებით, კერძო შემთხვევაზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადახედოს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვით, ხდება შშმ ბავშვის გადაყვანა მიმღებ ოჯახებში. ომბუდსმენის რეკომენდაციით, უნდა მოხდეს ასეთი ოჯახების მუდმივი მონიტორინგი.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 3 აპრილს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადეკვატური ზრუნვის შეთავაზება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის დროს შემოწმდა მოქალაქე ი.ს.–ის მიმღებ ოჯახში მყოფი აღსაზრდელების, ასევე სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში განთავსებული ბენეფიციარის ლ.ბ.–ის უფლებების რეალიზების ხარისხისა და მათთვის გაწეული მომსახურების შესაბამისობა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან, სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან მიმართებით.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. მიმღები მშობელი არ ფლობს დაუნის სინდრომის მქონე პირების ფიზიკური, ფსიქო-მოტორული, ემოციური, სოციალური, კოგნიტური განვითარებისთვის საჭირო უნარებს, მათთან მუშაობისთვის აუცილებელ ცოდნას. არ ხორციელდება სათანადო ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ ხდება მიმღებ ოჯახში აღსაზრდელების გონივრულად განთავსება (მათ შორის რაოდენობრივი თვალსაზრისით). არ მიმდინარეობს ადეკვატური ზედამხედველობა მათ მდგომარეობაზე, რაც საფრთხის წინაშე აყენებს აღსაზრდელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, განვითარებასა და უსაფრთხოებას.

გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ი.ს.–ის მიმღებ ოჯახში ერთდროულად 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება მათთვის ადექვატური სახელმწიფო ზრუნვის სერვისის შეთავაზების თაობაზე, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. განახორციელოს მინდობით აღზრდის სერვისის სისტემატური ზედამხედველობა და ჯეროვანი მონიტორინგი; ასევე, გაატაროს საჭირო ღონისძიებები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარის ლ.ბ.–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი