უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2019 17:36
font-size

სახალხო დამცველის მოხსენება ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა.

საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ორგანოების მიმართ 27 სხვადასხვა დავალება გასცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

თავის მოკლე მიმოხილვაში სახალხო დამცველმა ქვეყნისათვის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე, მათ შორის, სიღარიბესა და მისგან გამომდინარე სათანადო საცხოვრებელსა და კვების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ უფასო სასადილოებზე მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, ყველა მუნიციპალიტეტში არ არსებობს მსგავსი მომსახურება, ხოლო იქ, სადაც უზრუნველყოფილია, მომლოდინეთა სიების არსებობა კვლავ გამოწვევად რჩება. ამასთან, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები სისტემურ ხასიათს ატარებს და წლიდან წლამდე უცვლელია მათი თემატიკა.

ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურასა და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე; საბავშვო ბაგა-ბაღების არასაკმარის რაოდენობასა და აღმზრდელთა კვალიფიკაციაზე; სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების შენობათა დიდი ნაწილის რეაბილიტაციის, ინვენტარის განახლების, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, შშმ პირთა მიერ სოციალური დანიშნულების ობიექტებით, მუნიციპალური ტრანსპორტით თუ საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში. დაბალია მათი ჩართულობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის პრიორიტეტების შემუშავების პროცესში. ასევე, ხანდაზმულ პირთა დიდი ნაწილისთვის არ არის ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები და ადეკვატური საცხოვრებელი, არასაკმარისია მიზნობრივი პროგრამები და გატარებული ღონისძიებები არსებულ საჭიროებებს ვერ ფარავს.

გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, კვლავ პრობლემად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში ქალთა მონაწილეობა. საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 13.46%-ია, ხოლო 64 არჩეული მერიდან ქალი მხოლოდ ერთია. აუცილებელია ადგილობრივ დონეზე ქალთა საჭიროებების კვლევა და ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების განხორციელება.
სახალხო დამცველმა ისაუბრა თანასწორობის უფლების განხორციელების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე; კერძოდ, 2017 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთი განცხადება განიხილა, რომელიც შეეხებოდა სკოლებში, ბაღებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შრომითი უფლებების სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციული ხასიათის დარღვევებს.

ნინო ლომჯარიამ რელიგიის თავისუფლების კონტექსტში აღნიშნა, რომ არადომინანტი რელიგიური ჯგუფები ადგილობრივ თვითმმართველობებში საკულტო ნაგებობების მშენებლობისას დაბრკოლებებს კვლავ აწყდებიან და მოუწოდა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი და თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპი. კიდევ ერთხელ ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სათანადო დონეზე სწავლების და თვითმმართველობის პროცესში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართვის პრობლემებზე.

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიამ ქალაქგეგმარების პრობლემები და ჰაერის დაბინძურება განიხილა. აღნიშნა, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, შესაბამისი ფინანსური რესურსების არარსებობის გამო კვლავ გადაუჭრელია ეკომიგრაციის პრევენციის საკითხი.
საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს დროულად განისაზღვროს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისათვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადასაცემი უძრავი ქონება. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ საკითხის განხილვისა თუ გადაწყვეტის გაჭიანურების პრობლემა უნდა გამოსწორდეს.

გამოსვლის დასასრულს სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა საფუძველს დაუდებს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას და რეკომენდაციათა ადრესატ უწყებებთან საქმიანი ურთიერთობის გამყარებას.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი