უკან

საზოგადოება

23 მაისი, 2017 13:25
font-size

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციული ვაკანსიების აღმოფხვრის მიზნით მექანიზმის შემუშავების შესახებ ზოგადი წინადადება გამოსცა

2017 წლის 5 მაისს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიმუშავოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაკანსიის შესახებ განცხადებების ფორმულირება, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების მორგება სამუშაოს სპეციფიკაზე იმგვარად, რომ დისკრიმინაციული შეზღუდვები არ იქნეს გამოყენებული.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მიმდინარე განცხადებების შესწავლამდე, დასაქმების შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ვაკანსიებში დისკრიმინაციული შეზღუდვების არსებობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატს, ვაკანსიების გამავრცელებელი საიტის (www.jobs.ge) მიმართ გამოცემული ჰქონდა ზოგადი წინადადება, ხოლო შპს „ელიტ-სერვისის“ მიმართ - რეკომენდაცია.

,,სახალხო დამცველის აპარატში დასაქმების შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ვაკანსიებში დისკრიმინაციული შეზღუდვების არსებობასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების სიმრავლემ და სახალხო დამცველის ინიციატივით გამოვლენილ საქმეთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ, ცხადყო, რომ დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ვაკანსიების განთავსება კვლავ გრძელდება ვებ-გვერდებზე, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტერეოტიპების სტიმულირებას. შესაბამისად, საკითხის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პრობლემის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობა.

ზოგად წინადადებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოს არსის გათვალისწინებით, მოთხოვნა უნდა იყოს ფორმულირებული იმგვარად, რომ ორიენტირებული იყოს სამუშაოს სპეციფიურ ელემენტზე და არ იწვევდეს პირთა ჯგუფის რაიმე ნიშნით ავტომატურ გამორიცხვას.

ამასთან, სახალხო დამცველმა, ვაკანსიის შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოყენების თავიდან აცილებისა და მონიტორინგის, ასევე ასეთი განცხადების გავრცელების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის ან/და გამავრცელებლისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდა, შემუშავდეს მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭება უფლებამოსილება გამოავლინოს სამართალდარღვევა და შეადგინოს ოქმი, რის შემდეგაც, სამართალდარღვევის არსებობის შეფასების უფლებამოსილება მიენიჭება საერთო სასამართლოებს’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1 მაისი, 2024 , 13:01

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკები

5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

1 მაისი, 2024 , 12:51

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თ

აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო

1 მაისი, 2024 , 12:13

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამო

თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის - კახა კალაძე

1 მაისი, 2024 , 11:45

მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი