უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ოქტომბერი, 2018 14:45
font-size

სახელმწიფო თანამდებობის პირების დამოკიდებულება არასამთავრობოების მიმართ საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ბოლო დროს სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი აზრით, შეტევა მესამე სექტორზე საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს საფრთხეს უქმნის.

სახალხო დამცველმა მოუწოდა მმართველი გუნდის წევრებს, დაიცვან საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც გულისხმობს არასამთავრობო სექტორზე რამე სახის ზეწოლის დაუშვებლობას.

„ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების, კორუფციის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობისა და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას.

საქართველოს სახალხო დამცველს სურს, შეახსენოს ხელისუფლებას ის საერთაშორისო ვალდებულებები, რასაც გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოებს უწესებენ ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად.

გაეროს 1998 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე აღიარებს ორგანიზაციებისა და ინდივიდების უფლებას, სახელმწიფო უწყებების წინაშე მწვავედ და კრიტიკულად დააყენონ საკითხები, რაც ხელს უშლის ადამიანის უფლებების რეალიზაციას და გააპროტესტონ ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს პოლიტიკა. სახელმწიფოს კი უწესებს ვალდებულებას, დაიცვან ინდივიდები ნებისმიერი ზეწოლის, მტრული განწყობებისა და დისკრიმინაციისგან მათი დეკლარაციით აღიარებული საქმიანობის გამო.

უფლებადამცველების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებით, ეუთო ხაზგასმით მიუთითებს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებზე პიროვნული თავდასხმების, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი კამპანიების და მათი საქმიანობის დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული. ეუთო მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, არა თუ თავად მოახდინონ რაიმე სახის ზეწოლა ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ გადადგან პროაქტიული ნაბიჯები უფლებადამცველების სტიგმატიზების წინააღმდეგ; აღიარონ ასეთი ორგანიზაციების და პირების მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, გააძლიერონ მათი ლეგიტიმაცია.

ზემოაღნიშნული ვალდებულებების მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ადარებდნენ ფაშისტურ ორგანიზაციებს; მიმდინარეობდა აქტიური და ორგანიზებული კამპანია სოციალურ მედიაში და საჯაროდ მითითება, თითქოსდა მათ დანაშაულებრივ ფაქტებთან კავშირებზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს.

საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ ორგანიზაციასა და მათ წარმომადგენელს, რომლებიც მრავალი წელია, საქართველოში მუხლჩაუხრელად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად და მოუწოდებს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი 23-25 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თემატიკაც პირდაპირ ეხმიანება არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს. სახალხო დამცველის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაში ყურადღებას საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოწვევებზე გაამახვილებს და კოლეგებთან ერთად განიხილავს ომბუდსმენის ინსტიტუტების როლს მათი მხარდაჭერის და გაძლიერების თვალსაზრისით“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი