უახლესი ამბები
- 20.02.2019 17:20ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა
- 20.02.2019 16:32მინდა შევთავაზო უმრავლესობას, რომ მადლობებისთვისა და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოიყოს - გიგა ბოკერია
- 20.02.2019 16:10ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია - ნატო ჩხეიძე
- 20.02.2019 15:40საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა - მიხეილ ბატიაშვილი
- 20.02.2019 15:40რევაზ სოხაძის ინიციატივით კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება
- 20.02.2019 15:29საქართველოს გენერალური პროკურორი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
- 20.02.2019 15:15თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს პროცესი გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება - გედვან ფოფხაძე
- 20.02.2019 14:002019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იგეგმება 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში
- 20.02.2019 14:00პარლამენტი ღიაა როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ეროვნული ბანკისათვის - ირაკლი კოვზანაძე
- 20.02.2019 14:002018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი
არქივი
პოლიტიკა


საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკა მიდის იქითკენ, რომ ეს არის არა აბსოლუტური დაშვება - ეკა ბესელია
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით მის აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს.
დეპუტატმა საგამონაკლისო შემთხვევებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს მესამე პირების დაცვას.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ჩვენ ვართ ამ გადაწყვეტილების ანალიზის პროცესში. პირადად ჩემი აზრია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა, როგორც წესი, მარიხუანას მომხმარებლის შემთხვევაში არ არის პროპორციული, თუმცა აქვე დატოვა შესაძლებლობა, რომ არსებობდეს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც კანონმდებელმა შეიძლება აკრძალვა დაადგინოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკა მიდის იქითკენ, რომ ეს არის არა აბსოლუტური დაშვება, არამედ კანონმდებელმა რეგულაციები დაადგინოს, რომ მომხმარებელი შეიძლება არ დასაჯოს და გარკვეული დისკრეცია მისცეს საგამოძიებო ორგანოებს. მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანთა თანდასწრებით ან მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე მოხმარება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა სამართლადამცავი თუ სამხედრო სტრუქტურები, ვერ ვიტყვით, რომ აქ მარიხუანას მოხმარება არის ჩვეულებრივი ამბავი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ დატოვა შესაძლებლობა, რომ კანონმდებელმა ამ ტიპის განსაკუთრებული შემთხვევებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დატოვოს. ახლა უკვე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ასეთი შემთხვევები იყოს რეგულირებული“, - თქვა ბესელიამ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „გირჩის“ წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.
საკვანძო სიტყვები:

მინდა შევთავაზო უმრავლესობას, რომ მადლობებისთვისა და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოიყოს - გიგა ბოკერია
20 თებერვალი, 2019 , 16:32

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია - ნატო ჩხეიძე
20 თებერვალი, 2019 , 16:10

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა - მიხეილ ბატიაშვილი
20 თებერვალი, 2019 , 15:40

თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს პროცესი გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება - გედვან ფოფხაძე
20 თებერვალი, 2019 , 15:15

ბესელია შუშის სასახლეში ივანიშვილს შეხვდა - `რუსთავი 2`
20 თებერვალი, 2019 , 15:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
20 თებერვალი, 2019 , 13:50