უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ოქტომბერი, 2017 17:53
font-size

საკრებულოს სხდომის საჯაროობის შეზღუდვა გაუმართლებელია - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, თბილისის საკრებულოს თავმდჯომარის, გიორგი ალიბეგაშვილის მიერ საკრებულოს სხდომის დახურვა დაუშვებელია. ომბუდსმენმა მოუწოდა თბილისის საკრებულოს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სხდომის საჯაროობა და პარლამენტის წევრებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა დაინტერესებული პირების შენობაში შეშვება.

„2017 წლის 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე თბილისის საკრებულო განიხილავს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე „პანორამა თბილისის“ ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, რის გამოც სახალხო დამცველმა საკითხის საკუთარი ინიციატივით შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

დღესვე გავრცელდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, სადაც საუბარია, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამის მიზეზად მოყვანილია წინა საკრებულოს სხდომაზე და მერიასთან განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წინმსწრებად, რაიმე სავარაუდო სამომავლო საფრთხეზე მითითებით სხდომის ყველასათვის დახურვა დაუშვებელია. თუ სხდომაზე რომელიმე დამსწრე პირი დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მის მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები. თუმცა, რაიმე ჰიპოთეტურ საფრთხეზე მითითებით ზოგადად საკრებულოს სხდომის საჯაროობის შეზღუდვა გაუმართლებელია.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომა საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ მასზე დასწრების უფლება.[1] სხდომის დახურვის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს და განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს „სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები.“[2] აღნიშნულ სხდომას აკვირდება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრებებსაც. დაკვირვებამ გამოავლინა, რომ შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციელები პარლამენტის წევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს არ აძლევენ შენობაში შესვლის საშუალებას, რაც კანონის უხეში დარღვევაა. სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის საკრებულოს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სხდომის საჯაროობა და პარლამენტის წევრებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა დაინტერესებული პირების შენობაში შეშვება“, -ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი