უკან

პოლიტიკა

17 აპრილი, 2024 12:21
font-size

საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ის ყველანაირ ზღვარს სცდება. ასე აფასებს ის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის და საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მიმართვას, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

პაპუაშვილის აზრით, პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში.

"საერთოდ სასწაულია უკვე, ქალბატონი სალომე ყველანაირ ზღვარს სცდება. გამოდის, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში. არც კი ვიცი, საერთოდ ასეთი გამოცდილება ისტორიაში თუ არსებობდა. არ მინდა, შევადარო რაღაც ცენტრებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჩვენ გვახსოვს მაშინ, როცა 30 წლის წინ საქართველო იყო ნაწილი საბჭოთა კავშირისა, ცენტრში როცა მიდიოდა ჩივილები. ეს მიდგომა თუ აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს თან სხვა სახელმწიფოში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან. სალომე ზურაბიშვილისგან ქვეყნის მიმართ აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულება გვაქვს. როგორც ჩანს, ამ ქვეყანას სახელმწიფოდ არ მიიჩნევს.

არ მიაჩნია, რომ ის ხალხი, რომლის წარმომადგენელიც არის საქართველოს პარლამენტი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის ლიდერებთან უნდა იჩივლოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რათა შემდეგ დაარწმუნონ ქართველი ხალხის ლიდერები, რა კანონი მიიღონ და რა არ მიიღონ. ზუსტად ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრა, როცა ჩვენი ქვეყნის ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობაში ქალბატონ სალომეს და ბევრს ამ ჯგუფიდან მიაჩნია ისე, რომ საქართველოს უნდა უკარნახონ სხვა ქვეყნის ლიდერებმა, რა აკეთოს და რა არ აკეთოს", - ამბობს ის.

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია

30 აპრილი, 2024 , 16:00

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე

მაია ბითაძე ოპოზიციას: თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ

30 აპრილი, 2024 , 15:47

დღეს ქვეყანა დგას იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, რასაც, ასე ძალიან ცდილობს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული

30 აპრილი, 2024 , 15:42

სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული. არანაირი საუნჯე არ გაგაჩნიათ თქვენ სინამდვილეში - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. "რისი გამკეთებლები ხართ, თქვენგან ევრ

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს - მიხეილ სააკაშვილი

30 აპრილი, 2024 , 14:59

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს, -ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტ

ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

30 აპრილი, 2024 , 12:30

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი, ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდ

ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა - სალომე ზურაბიშვილი

30 აპრილი, 2024 , 12:01

დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტურაში თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი