უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2017 16:00
font-size

სალომე სამადაშვილმა გია ვოლსკის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივლა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივლა. შესაბამისი მიმართვა მან პარლამენტის კანცელარიას უკვე გადასცა.

საქმე ეხება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, როცა გია ვოლსკიმ სამადაშვილს „გოგო“-თი მიმართა.

„საქართველოში, პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი ამოცანაა. პარლამენტში კვოტირების სისტემის შემოღებაზე ვფიქრობთ, რათა პარლამენტში ქალთა თანამონაწილეობა გავაძლიეროთ. სამწუხაროდ, პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის გია ვოლსკის არ ესმის, რას ნიშნავს გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენება და კნინობითი ფორმით მიმართვა ქალი კოლეგების მიმართ. გენდერული თანასწორობის საბჭოს მივმართავ, რომ 9 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი განიხილონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, რადგან ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ქალებისთვის, ვისაც პოლიტიკაში მონაწილეობა სურთ, არამედ ყველა ქალისთვის, ვინც პროფესიულ გარემოში უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნოს“, -თქვა სამდაშვილმა.

გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა უფლებებზე მუშაობს. მისი თავმჯდომარე პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილია.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს 2018 წლის ბიუჯეტის განხილვაზე გია ვოლსკისა და სალომე სამადაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

თავდაპირველად სამადაშვილმა კითხვები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს დაუსვა ქვეყნის თავდაცვისუნარინობის გაძლიერების სავარაუდო პერსპექტივის შესახებ, კერძოდ, როგორ აისახება ეს ბიუჯეტზე. ასევე დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა, რომ კრიზისის დროს საქართველომ რუსეთს დახმარება სთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნის მთავარ საგარეო საფრთხეს წარმოადგენს

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პასუხების შემდეგ სიტყვით გამოვიდა გია ვოლსკი, რის შემდეგაც მას სამადაშვილთან კამათი მოუვიდა.

„რა გაყვირებს, გოგო?“, -უთხრა ვოლსკიმ სამადაშვილს, რის გამოც ენმ-ის წევრმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა შეძახილით „გოგოთი მიმართეთ სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს!“.

ანა მებურიშვილი

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

29 სექტემბერი, 2025 , 10:46

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურა

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 09:35

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი