უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2018 14:05
font-size

სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ჯილეხი და ის არ უნდა გახდეს პრეზიდენტი - გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებმა პარტია დატოვეს და "ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ. მისი თქმით, ამჯერად სახელისუფლებო გუნდი იმერეთის და აჭარის მასშტაბით 8 ადამიანმა დატოვა. მათ შორის ერთ-ერთი წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თორნიკე შვანგირაძეა.

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ცალსახა გახდა ტენდენცია „ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ პარტიის დატოვების. "ქართულ ოცნებაში" იტყვიან, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ყოფილან მათთან და ეს არის მათი სირცხვილი. ეს ადამიანები გრძნობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნაღმი ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველში, ამიტომ უარს ამბობენ მის მხარდაჭერაზე. ოპოზიციიდან ოპოზიციაში გადასვლა არაა გმირობა, მაგრამ გმირობაა ხელისუფლების გუნდიდან ოპოზიციაში გადასვლა, ამიტომ ჩვენ ვართ ღია ყველა ამ ადამიანისთვის. სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ჯილეხი და ის არ უნდა გახდეს პრეზიდენტი“, - განაცხადა დღეს ქუთაისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე უგულავამ.

ბრიფინგზე შვანგირაძემ მოჰყვა, რომ "ქართული ოცნება" ორი თვის წინ დატოვა, რადგან ხელისუფლებამ "ნაციონალები" დააწინაურა, რაც გახდა უკმაყოფილების მიზეზი. მისი თქმით, "ევროპული საქართველო" ერთადერთი ძალაა, რომელიც ხელისუფლებას დაამარცხებს.

ბრიფინგზე გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჯამურად „ევროპული საქართველოს“ რიგებს "ქართული ოცნების" 300 მხარდამჭერი შეუერთდა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი