უკან
პოლიტიკა
9 ოქტომბერი, 2018 16:40
სალომე ზურაბიშვილის მიერ ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარის ოდენობის სესხის აღების საკითხს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მმართველი პარტიის მხარდაჭერილი, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარის ოდენობის სესხის აღების საკითხს შეისწავლის.
უწყება დაინტერესდება, რამდენ პროცენტში აიღო ზურაბიშვილმა სესხი.
მათი განმარტებით, თუკი საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი იქნება, ეს უკვე შემოწირულებად ითვლება და დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს.
ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.