უკან
პოლიტიკა
22 აპრილი, 2019 14:48
სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას. უკრაინელ ხალხს ვულოცავ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მოუთმენლად ველოდები ახალ პრეზიდენტთან მუშაობას და ჩენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.