უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 დეკემბერი, 2025 12:13
font-size

სამართალდამცავებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონ ლარს შეადგენს -შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცავებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონ ლარს შეადგენს.

დარახველიძის თქმით, „ჰეროინის“ გადატანას „მარმარილოს ფილებით“ ცდილობდნენ.

„მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი – პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სატვირთოს მისაბმელის სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს.

157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გადატანას „მარმარილოს ფილებით“ ცდილობდნენ.

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

საქართველოში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემოტანის ეს უმსხვილესი ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად გამოავლინეს, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.

დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენასა და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით.

მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო, ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი“, - განაცხადა დარახველიძემ.

თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს

17 თებერვალი, 2026 , 14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი

17 თებერვალი, 2026 , 14:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რა საქმეზე მიმდინარეობს უწყებაში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვ

პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს

17 თებერვალი, 2026 , 11:23

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, პროკურატურამ, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად გ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

16 თებერვალი, 2026 , 17:17

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციისთვის, რატიანს 2025 წლის 9 ოქტომბერს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღევანდელ სხდომ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო

16 თებერვალი, 2026 , 12:41

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ ხუჭუა ავრცელებს. როგორც ის აცხადებს, საქართველოს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2026 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი