უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2018 13:55
font-size

სამედიცინო სამსახურმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო - ამირან გამყრელიძე

ჩვენ ჩუტყვავილას ძალიან გართულებულ ფორმასთან გვქონდა საქმე, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების კომენტირებისას.

მისი თქმით, ქვეყანაში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა ფიქსირდება.

„ჩუტყვავილა, ზოგადად, 98-99%-ში საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს და ძალიან ბევრს გადატანილი გვაქვს ბავშვობაში, რომელიც ასევე შემდგომ მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ჩვენ, წელიწადში ქვეყანაში საშუალოდ ჩუტყვავილას 7 000 – 9 000 შემთხვევა გვაქვს, რომელიც ძალიან დიდი, 99%-ით სრული გამოჯანმრთელებით, ყოველგვარი გართულების გარეშე სრულდება.

მედიცინაში, მოგეხსენებათ, 100%-იანი არაფერია. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩუტყვავილას ძალიან გართულებულ ფორმებთან გვქონდა საქმე, რომელიც შესაძლებელია, რომ სერიოზული გართულებით დამთავრდეს, მათ შორის, ასეთი სავალალო შედეგით. მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოჯახს.

ჩემი ინფორმაციით, სამედიცინო სამსახურმა, სადაც ბავშვი იყო მოთავსებული, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო, მაგრამ ჩუტყვავილას საკმაოდ მძიმე ფორმა იყო.

საბავშვო ბაღში ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები. ბოლო ინფორმაცია მაქვს, რომ ოჯახშიც ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები, რადგან იქ კიდევ არის პატარა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი