უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 მაისი, 2018 17:15
font-size

სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი არასდროს არ არსებობდა, ყოველთვის იყო ალანიის რესპუბლიკა და სამაჩაბლო, დანარჩენი კომუნისტების გამოგონილია - კახა იმნაძე

გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ კომენტარი გააკეთა სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. იმნაძემ თქვა, რომ ამ ნაბიჯით ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა ეთნიკურ წმენდას.

გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთების არსებობა კომუნისტების მოგონილია. იმნაძემ დასძინა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ორი რეგიონის ფაქტობრივ ოკუპაციას.

„ეჭვგარეშეა, რომ ეს ნაბიჯი ასადის რეჟიმმა რუსეთის შთაგონებით და წაქეზებით გადადგა. მინდა, აღვნიშნო, რომ ასადის რეჟიმმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ეთნიკურ წმენდას, რაც გასაკვირი არ არის.

რუსეთი ხშირად საუბრობს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებაზე. მინდა, შევახსენო მათ, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, მაშინ ეს ნამდვილად იყო თვითგამორკვევა. თვითგამორკვევა ნამდვილად არ არის ის, როდესაც შენი მოსახლეობის 75 %-ზე მეტს გადაასახლებ და დარჩენილებთან თოფის ლულის ქვეშ ე.წ. რეფერენდუმს ჩაატარებ, შემდეგ კი, ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მოითხოვ თვითგამორკვევას. ასევე საოცარია, როდესაც ამ თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების ლიდერები ითხოვენ ინტეგრაციას სხვა სახელმწიფოსთან. ეს არ არის თვითგამორკვევა. ეს არის მანიპულაცია. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მარტივი, შევხედოთ გეოგრაფიას. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის – ეს არის კავკასიის მთები. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი არასდროს არ არსებობდა. ყოველთვის იყო ალანიის რესპუბლიკა და სამაჩაბლო. ყველაფერი დანარჩენი კომუნისტების გამოგონილია, როდესაც მათ დაიპყრეს საქართველო. მინდა, ასევე ვთქვა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველო ორი რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას და ოკუპაციაც გრძელდება”, – აღნიშნა იმნაძემ.

იმნაძემ განაცხადა, რომ რუსეთი სეპარატისტულ რეჟიმებთან შეთანხმებებს აფორმებს, რაც გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში სრულ ინტეგრაციას.

„რუსეთი აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება 10 ათასი რუსი ჯარისკაცი და 3 000 რუსი უშიშროების ოფიცერი. მოსკოვი აგრძელებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას ამ რეგიონებში და აკონტროლებს მათ საჰაერო სივრცეს. რუსეთი აგრძელებს საფორთიფიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას საოკუპაციო ზოლთან, ამონტაჟებს მავთულხლართებსა და სხვა ბარიერებს. ის არ უშვებს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს. ადგილი აქვს ეთნიკური ქართველების დაკავებისა და მკვლელობის ფაქტებს. ბოლო ფაქტი მოხდა ახლახანს, როდესაც საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს, ის იდუმალებით მოცულ პირობებში გარდაიცვალა და მისი სხეული მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გადმოგვცეს. ერთი წლის წინ კი, კამერებმაც დააფიქსირეს, თუ როგორ დაედევნა აფხაზი ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მოქალაქეს და მოკლა. დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან“, – განაცხადა იმნაძემ.

გაერო-ში საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველო მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებას საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები უშლის ხელს.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა სირიის გარდა ასევე აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ , ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ.

პრემიერი ოპოზიციაზე - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ დედაქალაქში, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ

18 სექტემბერი, 2025 , 19:49

არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებ

ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე - თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება

18 სექტემბერი, 2025 , 19:44

თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება, - ამის შესახებ საქართველოს პრე

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:30

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმ

საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი, 2025 , 19:30

საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფულის გათ

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი, 2025 , 19:27

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის არაოფი

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან - კახა კალაძე

17 სექტემბერი, 2025 , 12:35

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების, გია ბარ